ირანელი ჟურნალისტების ნაწილმა სამსახური დატოვა – ბოდიში, რომ 13 წელი გატყუებდით

0
330
epa08120575 Iranians protest to show their sympathy to victims of Ukraine International Airlines Boeing 737-800 in front of the Amir Kabir University in Tehran, Iran, 11 January 2020. The Iranian military released a statement on 11 January 2020 that Ukraine International Airlines flight PS752 was shot down due to 'human error.' The passemger jet en route from Tehran to Kiev crashed minutes after takeoff on 08 January 2020, all all 167 passengers and nine crew members aboard were killed. EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციის დამალვის შემდეგ ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის, სულ მცირე, ორმა ჟურნალისტმა არხი პროტესტის ნიშნად დატოვა და მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

არხის კიდევ ერთმა ყოფილმა ტელეწამყვანმა გელარ ჯაბარიმ ინსტაგრამზე დაწერა, რომ ტელევიზია ცოტა ხნით ადრე დატოვა და ბოდიში მოიხადა 13 წლის განმავლობაში მაყურებლის მოტყუების გამო. პოსტი ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის (IRIB-ის) ჟურნალისტმა, ზაჰრა ხათამიმ განაცხადა: „გმადლობთ, რომ დღემდე მიღებდით, როგორც წამყვანს. არასოდეს დავბრუნდები ტელევიზიაში. მომიტევეთ“.

კიდევ ერთმა წამყვანმა, საბა რადმა განაცხადა: „გმადლობთ, რომ ჩემი კარიერის, მრავალი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდით. ვაცხადებ, რომ IRIB-ში მუშაობის 21 წლის შემდეგ, არ შემიძლია, მედიაში მუშაობა გავაგრძელო. არ შემიძლია“.

გამოცემა „გარდიანის“ (The Guardian-ის) თანახმად, ჟურნალისტების განცხადებები არის ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისის გამოხატულება, რაც მოჰყვა ოფიციალური პირების თავდაპირველ მცდელობას, უარეყოთ, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.