ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარეს

0
240

მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელის გამოსავლენად  გამოკითხვა ჩაატარა და შედეგების მიხედვით, აბსოლუტური უმრავლესობით ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა გაიმარჯვა. ამის შესახებ sporter.ge წერს.

ლევან საგინაშვილს გამოკითხვა ხმა 12864 ადამიანმა მისცა, რაც ხმების 98% პროცენტს შეადგენს.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე ლიეტუველი მინდაუგას ტარასაიტი გავიდა – 174 ხმით, დანარჩენი ხმები კი ექვს მკლავჭიდელზე გადანაწილდა.