ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

0
281

ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე მეოთხე შეხვედრა ტოჩინოშინისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქარველმა სუმოისტმა მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მსუბუქი რიკიში, მე-5 მაეგაშირა ენჰო დაამარცხა.

4 საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძეს ბალანსი 2:2-ზე აქვს. ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვების შემთხვევაში, ტოჩინოშინი სანიაკუს, ანუ უძლიერესი სუმოისტების რიგებს დაუბრუნდება.