New York Times-მა ირანის მიერ უკრაინული ბოინგის ჩამოგდების ვიდეო გამოაქვეყნა

0
193

The New York Times-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ორი ირანული რაკეტის მიერ უკრაინულ ბოინგთან შეჯახების ფაქტია აღბეჭდილი.

ვიდეოში ჩანს ორი რაკეტის გაშვება 30 წამის ინტერვალით და შემდეგ აალებული ობიექტი, რომელიც როგორც The New York Times-ი ირწმუნება, სწორედ უკრაინული ლაინერია.

ჩანაწერი ირანული სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარე სახლის სახურავზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

ვიდეოს თარიღი 17.10.2019 ავიაკატასტროფის თარიღს არ ემთხვევა, თუმცა NYT-ი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი ირანში გრიგორიანულის ნაცვლად სპარსული კალენდრის გამოყენებაა.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოაგდეს, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა.