საჭიროა მოიძებნოს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები – ეკა ბესელია

0
254

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საჭიროა მოძიებნოს გზები აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„თითქოს სადღაც სხვაგან ხდება ეს ყველაფერი… საჭიროა მოიძებნოს გზები აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის! დიალოგს არა აქვს ალტერნატივა!

დიალოგი არის საჭირო მუდმივად აფხაზ თანამოძმეებთან მაშინაც კი როცა უიმედოდ გეჩვენება.

უნდა იყოს ყველა სამოქალაქო და სოციალური ინსტრუმენტი გამოყენებული ყველა ფორმატში და რაც შეიძლება მეტი რათა დაიძრას ყინული…( არ არის შედეგის მომტანი მხოლოდ ჟენევის ფორმატი და წლებია ამას ვხედავთ) მშვიდობიან გზებს და მცდელობას ეძებო გამოსავალი – მოაქვს შედეგი,“ – წერს ეკა ბესელია.

მისივე თქმით, „ პროცესების უფრო სიღრმისეულად განსჯა და დანახვა,  აქ ვის რა როლი შეუძლია იტვირთოს ურთიერთობის დათბობისთვის, აუცილებელია“. ამასთანავე, ბესელია დასძენს, რომ რუსეთის მხრიდან დათმობაზე წასვლის ლოდინი ფუჭი და საზიანოა.

„ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენსავე პრობლემებს და ნუ მივანდობთ მომავალს ყველაზე მტკივნეულ თემას – ტერიტორიულ მთლიანობას. თავისთავად არაფერი ხდება თუ მცდელობა არ გვექნება შევცვალოთ ეს მოცემულობა! მოცემულობა -რომელიც უსამართლოა!“.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან. თბილისში ოფიციალური პირებისგან არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ  არსებული ფორმატი არ არის საკმარისი.