დააკავეს პირი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ამსახველი ვიდეო გადაიღო

0
280

ირანში დააკავეს პირი, რომელმაც უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების კადრები გადაიღო. ინფორმაციას საეჭვოდ მიიჩნევს ლონდონში მცხოვრები ირანელი ჟურნალისტი, რომელიც “ტვიტერზე” წერს, რომ მისი წყარო, რომელმაც თვითმფრინავის კადრები მიაწოდა უსაფრთხოდაა და ირანის ხელისუფლებას შეცდომით სხვა პირი ჰყავს აყვანილი.

პარალელურად, “ნიუ-იორკ თაიმსი” ავიაკატასტროფის ამსახველ ახალ ვიდეოს ავრცელებს. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში “უკრაინის ავიახაზების” თვითმფრინავის მიმართულებით ნასროლი ორი რაკეტა ჩანს.

8 იანვარს თეირანში უკრაინული ლაინერის ჩამოგდებას 176 ადამიანი ემსხვერპლა. ირანმა მომხდარს “ადამიანური შეცდომა” უწოდა.