როდის მივა კოვიდვაქცინა რიგით მოქალაქემდე – იმნაძის განმარტება

0
77

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, როგორ განაწილდა რისკ ჯგუფები კორონავირუსზე იმუნიზაციის პროცესის დროს. ფორმულას ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” საუბრისას იმნაძემ თქვა, რომ პირველ ჯგუფში იქნება სამედიცინო პერსონალი, არამხოლოდ ექიმები, ისინი, ვინც წინა ხაზზე მუშაობენ; მეორე ჯგუფშია მოხუცებულთა თავშესაფრები და მათი პერსონალი; მესამე ჯგუფია 75 წელს გადაცილებულები, მეოთხეში – 65 წელს გადაცილებულები.

იმნაძემ განმარტა, რომ არარისკჯგუფში შემავალი ადამიანები “სადღაც შემოდგომისთვის” აიცრებიან კორონავირუსზე, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი მწარმოებლის ვაქცინით.

“დღეს რომ ვთქვი ეს [ჩვეულებრივი ადამიანები] ერთი ამბავი ატყდა, ახლა ასე დავარქმევ, ვისაც ეწყინა რომ ჩვეულებრივია, არარისკჯგიფში შემავალი ადამიანებისთვის ვაქცინა სადღაც შემოდგომაზე იქნება”, – ამბობს პაატა იმნაძე.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს საქართველო არჩევა,ს ეს იქნება, ამერიკულ-გერმანული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, თუ ჩინური “სინოფარმა”, ან “სინოვაკი”.

ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაზე ხელსაყრელად “ასტრაზენეკას” მიიჩნევენ. ასევე, მოსახლეობას არწმუნებენ იმაშიც, რომ პირველ ეტაპზე “ფაიზერის” ათასობით დოზასაც შემოიტანენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 13 იანვარს განაცხადა, რომ მთავრობა მხოლოდ ამერიკულ-გერმანული “ფაიზერისა” და ბრიტანული “ასტრაზენეკას” ვაქცინების შემოტანას განიხილავს და “კატეგორიულად” არ განიხილავს – ჩინურს.