ბოლნისის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო დროში დღის აღნიშვნას შეუერთდა

0
21

დღეს სრულიად საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს, ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც დილიდან შესაბამისი განწყობა იგრძნობა. დროშები გამოიფინა როგორც ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის ისტორიულ გერმანულ უბანში.

საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა.

,,მინდა ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე! ერის ისტორიაში დროშას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება. სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. აღნიშნულ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.