ქალი ქმარს ძაღლის საბელით ასეირნებდა

0
3105

როგორც BBC იტყობინება,კანადაში წყვილი კორონავირუსისგავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ შენიშნა, რომ ქალი ქმარს ძაღლის საბელით „ასეირნებდა“.

ინციდენტი კვებეკის პროვინციაში მოხდა, სადაც COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით 20:00-დან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს, თუმცა, ამ დროს მოქალაქეებს სახლთან ახლოს ძაღლების გასეირნების უფლება აქვთ.

სამართალდამცველებმა წყვილი ქუჩაში 21:00 საათზე შენიშნეს. მათ პოლიციელებს აუხსნეს, რომ შინაური ცხოველებისთვის დაწესებულ წესს ემორჩილებოდნენ და სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობდნენ. შედეგად, თითოეულ მათგანს $1 212 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.