სომხეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

0
96

სომხეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო და სახმელეთო საზღვარს ხსნის. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Tass-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიზიტორებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

სომხეთის საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო იყო ჩაკეტილი.

“ახლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვარი გახსნილი იქნება”, — აცხადებენ უწყებაში.

11 სექტემბრიდან მთელ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმია ამოქმედებული. 11 იანვარს კი სომხეთმა შეზღუდვები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.