თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჩინური ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

0
70

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა “СoronaVac“, რომელიც კომპანია SinoVac-ის ნაწარმია. მისი თქმით , ამით მან ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანიას დაუდო საფუძველი.

მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა SinoVac-ის წარმოების ჩინური ვაქცინა ექსტრემალურ ვითარებაში.

ქოჯას ინფორმაციით, თურქეთი იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე ჩინური ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიიღებს.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება გეგმავს კომპანია “ფაიზერის“ წარმოების 4.5 მილიონი დოზის შეძენასაც.

ცნობისთვის, თურქი მედიკოსების ვაქცინაცია ხუთშაბათიდან დაიწყება.