“თუ მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება” – გიორგი ვაშაძე

0
36

თუკი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც იგი­ვე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წავა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, რათა ამ კინ­კლა­ო­ბის ნაც­ვლად, საქ­მი­ან, რა­ცი­ო­ნა­ლურ პო­ლი­ტი­კურ პო­ლე­მი­კა­ზე გა­და­ვი­დეთ, – აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში“ გა­ა­კე­თა.

ვა­შა­ძის თქმით, ის “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ყოფ­ნის დრო­საც ფიქ­რობ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს ას­პა­რე­ზი ახა­ლი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის უნდა და­ეთ­მო. “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის აზ­რით, ასეთ შემ­თხე­ვა­ში ბოლო რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თე­ბო­და.

“ვფიქ­რობ, ეს კარ­გი იქ­ნე­ბო­და თვი­თონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის – დავ­ფო­კუ­სირ­დე­ბო­და სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. მას ვე­რა­ვინ ვერ აუკ­რძა­ლავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­მოთ­ქვას, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ამ მო­ჯა­დო­ე­ბულ სივ­რცეს გახ­სნი­და და რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცია და­ი­წყე­ბო­და, ადა­მი­ა­ნებს რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი ექ­ნე­ბო­დათ.

ამ ჭი­დილ­მა – მიშა თუ ბი­ძი­ნა, მიშა უფრო ცუ­დია თუ ბი­ძი­ნა, რო­მე­ლი უფრო კარ­გია – ცხრა თუ რვა წელი, ჩვე­ნი დის­კუ­სია ისეთ პრო­ცეს­ში გა­და­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის­თვის არაფ­რის მომ­ტა­ნი არ არის. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც იგი­ვე გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, ხოლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არამ­ხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, არა­მედ რე­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლებს მას. ამის შემ­დეგ ჩა­ვა­ტა­როთ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და ხალ­ხმა აირ­ჩი­ოს, ვის ან­დობს ქვეყ­ნის მარ­თვას.

ეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლია, როცა არც მიშა იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი და არც ბი­ძი­ნა იქ­ნე­ბა პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე. და­ვის­ვე­ნებთ ჩვენ და ახა­ლი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სებს უფრო ფარ­თო არე­ა­ლი გა­ეხ­სნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.