„ქრისტე არ უნდა წარმოვიდგინოთ სუპერმენად, რომელიც ყველა სნეულებას განკურნავს“ – მამა ანდრია სარია

0
79

„ღმერთი ნამდვილად არ არის კოვიდის „სპეციალისტი“, რომელიც ტაძარში გველოდება სხეულის საკურნებლად, ამისთვის მივაკითხოთ ჰოსპიტალში ექიმს”, – ამის შესახებ მღვდელმონაზონი ანდრია სარია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქრისტე სუპერმენად არ წარმოვიდგინოთ, რომელიც ყველა სნეულებას განკურნავს. პირიქით, მან გვიჩვენა თავისი ცხოვრებით: ტანჯვის, ტკივილის, დამცირებისა და გოლგოთის გზა. ამას მოყვა აღდგომა და სულიერი სიხარული.

ამის შემდეგ კითხვაზე: ვინ არის ღმერთი? ის ნამდვილად არ არის კოვიდის „სპეციალისტი“ რომელიც ტაძარში გველოდება სხეულის საკურნებლად, ამისთვის მივაკითხოთ ჰოსპიტალში ექიმს.

იესომ უფრო მეტი მოგვცა სულის სახით და დაგვიბარა: გიყვარდეთ ერთმანეთი და ამით გიცნობენ რომ ჩემი მოწაფეები ხართო. ცრუ დაპირება ადამიანის გონებას ნელ-ნელა არღვევს, სიყვარული კი ძნელად მოსაპოვებელია, მაგრამ ადამიანში წარუშლელ კვალს ტოვებს“, – წერს ანდრია სარია.