ვინ არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილეობდა

0
204

ცნობილი ამერიკელი მოცურავე, ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კლიტ კელერი, სავარაუდოდ, კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდა.

ამერიკულმა პრესამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ შტურმის მონაწილეებს შორის ჩანს მამაკაცი ქურთუკში აშშ-ის ოლიპიური ნაკრების სიმბოლიკით. მოგვიანებით, ჟურნალმა Swimming World-მა დაადასტურა, რომ კელერი კაპიტოლიუმში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მოხვდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს კელერი. თუმცა, მის მოქმედებებში არ შეიმჩნევა აგრესია და ის არ მონაწილეობს ძალადობის აქტებში.

შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმზე ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეთა შტურმისას ხუთი ადამიანი დაიღუპა, თითქმის 100 ადამიანი დააპატიმრეს. კელერის გვარი დაპატიმრებულთა შორის არ ფიგურიგებს.

კლინტ კელერი აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში იყო 2000, 2004 და 2008 წლების ოლიმპიადაზე. მას ორი ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული თავისუფალი სტილით 4×200 მეტრზე ესტაფეტაში.