„მადლობა ღმერთს, ჩვენ ვაქცინას -70 გრადუსი არ სჭირდება“ – პუტინმა მასობრივი ვაქცინაციის ბრძანება გასცა

0
57

რუსეთში 18 იანვრიდან იგეგმება მოსახლეობის ფართო ვაქცინაცია. ამის შესახებ ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

”ჩვენ მზად ვართ შემდეგი კვირიდან, რომ შევასრულოთ თქვენი ინსტრუქცია ფართო ვაქცინაციაზე გადასვლის შესახებ”, – თქვა გოლიკოვამ ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.

ასევე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმაც:

„გთხოვთ, მოამზადოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მადლობა ღმერთს, ჩვენს ვაქცინას არ სჭირდება ტრანსპორტირებისთვის რამე განსაკუთრებული პირობები, როგორიცაა -50 ან -70 გრადუსი, ჩვენთან ყველაფერი გაცილებით იოლადაა.

გასულ კვირას მიხეილ ვლადიმიროვიჩმა (მიშუსტინმა) მითხრა, რომ ინდუსტრიამ იმუშავა, არა მხოლოდ შეასრულა ყველა დაპირებული სტანდარტი და მოცულობა, არამედ ვაქცინის დაგეგმილ წარმოებას გადააჭარბა. ჩვენ უნდა გადავიდეთ მასშტაბურ ვაქზინაციაზე”, – თქვა პუტინმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთში ამჟამად მიმდინარეობს მასობრივი ვაქცინაცია “Sputnik V -ით”, რომელიც შემუშავებულია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გამალეას ცენტრის მიერ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის (RDIF) მხარდაჭერით. RDIF– ის მონაცემებით, რუსეთში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია.