ბრიუს უილისი აფთიაქიდან გააგდეს

0
168

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ბრიუს უილისი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. მიზეზი ისაა, რომ მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პირბადე არ ეკეთა. ამის შესახებ გამოცემა Page Six წერს.

65 წლის უილისი ლოს-ანჟელესის აფთიაქში შევიდა. მას პირბადე არ ეკეთა. ამან მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებმაც მიანიშნეს, რომ კისერზე მას ყელსახვევი ეკეთა, რომლითაც პირის დაფარვა შეეძლო. აფთიაქის თანამშრომლებმა ბრიუს უილისს შენობის დატოვება მოსთხოვეს.

მსახიობმა აფთიაქი ისე დატოვა, რომ ვერაფრის ყიდვა მოასწრო.