ოკუპირებულ აფხაზეთში 3 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა

0
60

ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ხანძრების საერთო ფართობმა სამი ათასი ჰექტარი შეადგინა, განაცხადა აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ოთხშაბათს, 13 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე თქვა, რომ 7 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით მეხანძრეები 68 კერა ჩააქრეს.
მისივე განცხადებით,გაგრაში ხანძარი იყო რამდენიმე ადგილზე.
ამ პირობების მიუხედავად, ხანძრის ჩაქრობა იყო შესაძლებელი, ამისათვის კი მათ დამატებითი ძალები მოიზიდეს.

ბგანბა გაგრაში ხანძრების შესახებ: ჩვენს პრაქტიკაში ასეთი მასშტაბები არ არსებობდა
რომ არა კოკისპირული წვიმები, ხანძრების დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა, თქვა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა.

„მე კმაყოფილი ვარ ჩემი თანამშრომლებით, მათ ყველაფერი გააკეთეს, არავინ იჯდა და არ ელოდა წვიმას. ბევრ თანამშრომელს რამდენიმე დღე არ ეძინა”, – აღნიშნა ლევ კვიცინიამ.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ხანძრების მიზეზები ადამიანური ფაქტორია.

კვიცინიას არ ჯერა, რომ ტყეებში ხანძარი ჩნდება იმის გამო, რომ ვიღაც სპეციალურად ადის ცეცხლსასროლი იარაღით, მაგრამ მან არ გამორიცხა ასეთი შესაძლებლობა.