კორონავირუსით ინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

0
32

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ორმხრივი პნევმონიით და მაღალი სიცხით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

მანამდე სარქისიანი სახლში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება იყო მიღებული.

სარქისიანს რამდენიმე დღის წინ ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. მას შემდეგ ის სახლში იზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 163,128 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2,951 ადამიანი გარდაიცვალა.