სპეციალისტები საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღას თებერვლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ

0
38

მაშინ, როდესაც მსოფლიო საუბრობს კორონავირუსის მესამე ტალღაზე, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში COVID-19-ის პანდემიის მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. „საქართველოში ინფექციის გავრცელების მეორე ფაზა უფრო მოგვიანებით იყო, ვიდრე ევროპაში. აქედან გამომდინარე, კორონავირუსის მესამე ტალღა შესაძლოა იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას მომზადებული შეხვდება. „ ამ კომპონენტში უნდა გამოვიყენოთ არსებული გამოცდილება, რაც ამსოფლიოს აქვს და რაც ჩვენ დავაგროვეთ. მესამე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ და ასევე ვირუსის მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა COVID-19-ის გავრცელება მოხდეს მინიმალურად. აქცენტი ავიღოთ ამაზე და ვიყოთ უფრო ეფექტურები ინფექციის შეკავების ეპიზოდში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.