„კოვაქს პლატფორმიდან“ მზად არიან, მოგვაწოდონ ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის – ჯანდაცვის მინისტრი

0
43

კოვაქს პლატფომიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მზად არიან მოგვაწოდონ ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„კოვაქს პლატფომიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში „ფაიზერის“ ვაქცინას სხვა ვაქცინები დაემატოს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ხეორლმისაწვდომობაც იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 243 255 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 611-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 846 მოქალაქე.