ამ ეტაპზე საქართველო Pfizer-ის ვაქცინის 200 ათასი დოზის მისაღებად მზად არის – პაატა იმნაძე

0
104

200 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შესაძლებლობა ქვეყანას შეუძლია ამ წუთში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

COVAX-ის პლატფორმიდან, იქ სადაც ფული გადახდილია, წინასწარი შენატანი, ქვეყანა იყიდის. ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე მოგვაწვდის პირდაპირ ამ ვაქცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინის მიღება“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანამ ვაქცინის მხრივ თადარიგი ჯერ კიდევ აგვისტოში დაიჭირა.