ტრამპის იმპიჩმენტზე კენჭისყრა დღეს გაიმართება

0
22

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ cnet.com იუწყება.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 12 იანვარს განაცხადა, ის ხელისუფლებიდან ტრამპის ჩამოსაშორებლად 25-ე შესწორებას არ გამოიყენებს. შესაბამისად კონგრესი ტრამპის იმპიჩმენტისთვის კენჭისყრას ჩაატარებს.

ის, რომ მაიკ პენსი ტრამპის გადაყენებას არ დათანხმდება, მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის, ნენსი პელოსისთვის გაგზავნილ წერილში დაწერა. კონგრესის ქვედა პალატა იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ოთხშაბათს დილიდანვე შეუდგება.

იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედების საკითხს დონალდ ტრამპმაც უპასუხა. “ეს სასაცილოა, ეს სრული აბსურდია. ის რასაც ნენსი პელოსი და ჩაკ შუმახერი აკეთებენ, არის ძალიან სახიფათო გზა“ – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედების გადაწყვეტილება „დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლებმა კაპიტოლიუმში 6 იანვარს მომხდარი მოვლენების შემდეგ მიიღეს. იმ დღეს დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და იქ მიმდინარე სხდომას ხელი შეუშალეს. პოლიციასთან დაპირისპირების დროს 5 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კონგრესის წევრებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს დააკისრეს. ტრამპი ამ ბრალდებებს უარყოფს.