„იუთუბმა“ დონალდ ტრამპს საკუთარ იუთუბარხზე მასალის განთავსება აუკრძალა

0
66

ინტერნეტპლატფორმა „იუთუბმა“ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარ იუთუბარხზე მასალის განთავსება ერთი კვირით აუკრძალა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც „იუთუბის“ წარმომადგენელმა „სიენენს“ განუცხადა, ტრამპის არხზე განთავსებული ვიდეო ძალადობისკენ წაქეზებას შეიცავდა. აღნიშნული მასალა წაიშალა. კომპანიაში ვიდეოს დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ერთ კვირაში გადაწყვეტილებას გადახედავენ.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შემდეგ, სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპს ანგარიში განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა, „ტვიტერმა“ კი მიკრობლოგი მუდმივად დაუბლოკა.