მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 91 მილიონს გადააჭარბა

0
45

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 91 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 91 364 526 შემთხვევა გამოვლინდა, 1 956 462 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 50 534 461 – გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 22 771 320 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 378 849 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.