ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ძალაუფლებას – ტიკარაძე

0
33

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მან ქვეყანაში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაამკვიდრა ქვეყანაში ახალი სტანდარტი თუ როგორი უნდა იყოს უმაღლესი მორალური და დემოკრატიული სტანდარტი ქვეყნისთვის.

მან თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში, რაც შეეხება ამ რეფორმებს მნიშვნელოვანი იყო მედია თავისუფლება, სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა ჯანდაცვის ის რეფორმები, რომელიც მუდმივად იქნება ასოცირებული მის სახელთან.

ძალაუფლების დატოვების ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ძალაუფლებას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკიდან მიდის.