ძლიერი წვიმა და ნისლი – როგორი ამინდი გველოდება

0
139

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 იანვარს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება. ზოგიერთ რაიონში უხვი ნალექი მოვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 12 იანვარს ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერი +7 გარდუსამდე გათბება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.