თურქ მწერალსა და ტელეწამყვანს 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

0
117

თურქ მწერალსა და ტელეწამყვანს, ადნან ოკტარს სტამბოლის სასამართლომ 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო Sozcu იტყობინება.

ოკტარი არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში, ადამიანების გატაცებაში, შანტაჟში, ჯაშუშობასა და სხვა მძიმე სახის დანაშაულშია ბრალდებული. მასთან ერთად ბრალდებულის სკამზე მისი 236 თანამოაზრეც აღმოჩნდა.

წინასწარ პატიმრობაში ოკტარი 2018 წლის ივლისიდან იმყოფება. მანამდე ის თეოკრატიული რევოლუციის მოწყობის მცდელობის ბრალდებით 1986 წელსაც იყო დაპატიმრებული, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს.