კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა

0
370

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა.

დღეს ცნობილ მსახიობს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალამდე მსახიობის შემოქმედებითი საღამო „გრიბოედოვის“ თეატრში გაიმართა.

არიადნა შენგელაიას ქართველი მაყურებელი იცნობს ფილმებიდან „ენგურის ნაპირებზე“, „თეთრი „ჯვარცმული კუნძული“, „მთვარის მოტაცება“. განსაკუთრებული პოპულარობა კი, მარგალიტას როლმა მოუტანა ელდარ შენგელაიას ფილმში „შერეკილები“.

1979 წელს არიადნა შენგელაიას საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. წლების მანძილზე იგი „გრიბოედოვის“ თეატრის მსახიობი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი იყო.