ირანის ელჩი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

0
239

თეირანში ბრიტანეთის დესპანის დაკავების გამო ირანის ელჩი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლონდონში დიპლომატის დაკავებას საერთაშორისო სამართლის უპრეცედენტო დარღვევად აფასებენ და მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.

„ჩვენ, ირანის მთავრობისგან სრულ გარანტიას ვითხოვთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაში.

​შეგახსენებთ, 11 იანვარს ირანში სამართალდამცველებმა რამდენიმე საათით, დიდი ბრიტანეთის კონსული რობერტ მაკქეირი ​ანტისამთავრობო გამოსვლების მხარდაჭერის გამო დააკავეს. ინციდენტის გამო 12 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს.

ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო.