ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

0
301

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასლან ბარციცის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მან „აფხაზეთის კონსტიტუციის“ შესაბამისად და რაულ ხაჯიმბას გადადგომასთან დაკავშირებით მიიღო, ასევე იმისთვის, რომ აფხაზეთში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და მიღწეული იყოს საერთო ნაციონალური თანხმობა.

შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაულ ხაჯიმბამ გუშინ განაცხადა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლო 10 იანვარს განმეორებითი „საპრეზიდენტო“ არჩევნების“ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს დაინიშნა.