ვირუსული ინფექციებით კლინიკებში მიმართვიანობა ისევ მაღალია

0
228

ვირუსული ინფექციების დიაგნოზით კლინიკებში მიმართვიანობა ისევ მაღალია. ამ დროისთვის მხოლოდ იაშვილის კლინიკაში გრიპის დიაგნოზით 68 ადამიანი მკურნალობს. მედიკოსების თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

გრიპის ვირუსის გამო სკოლებში, ბაღებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გადადების საჭიროება არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც საბჭო გადაწყვეტილებას იღებს, უნდა შეჩერდეს თუ არა სასწავლო პროცესი, მკვეთრად დაბალია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბევრად ნაკლებია. სპეციალისტების თქმით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეკომენდაცია გასცა, რომ სკოლებსა და ბაღებში სწავლა არ გადაიდოს.