ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა თანამდებობის დატოვების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

0
233

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, თანამდებობის დატოვების შესახებ დოკუმენტს ხელი თავისი ნებით მოაწერა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტს ხელი უკვე მოწერილი აქვს და იგი უკვე გადასცეს ოპოზიციას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილებას მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თმობს. პარალელურად, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვეს, რომელსაც 9 იანვრის შემდეგ იკავებდნენ.