ავსტრალიის ხელისუფლება, ტყეების აღსადგენად 34.5 მილიონ დოლარს გამოყოფს

0
224
TOPSHOT - This picture taken on December 31, 2019 shows a firefighter hosing down trees and flying embers in an effort to secure nearby houses from bushfires near the town of Nowra in the Australian state of New South Wales. - Fire-ravaged Australia has launched a major operation to reach thousands of people stranded in seaside towns after deadly bushfires ripped through popular tourist areas on New Year's Eve. (Photo by SAEED KHAN / AFP) (Photo by SAEED KHAN/AFP via Getty Images)

ავსტრალიის ხელისუფლება, ტყეების აღსადგენად 34.5 მილიონ (50 მილიონი ავსტრალიური დოლარი) დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხის ნახევარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ცხოველების სახეობების გამრავლებას და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნას მოხმარდება.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. სტიქიის გამო 5 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა. დაახლოებით მილიარდზე მეტი გარეული ცხოველი ხანძარს ემსხვერპლა.