ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით – ტრამპი ირანელებს სოციალურ ქსელში მიმართავს

0
212

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში გამართულ ანტისამთავრობო აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ირანელ ხალხს, როგორც ინგლისურ, ასევე სპარსულ ენებზე მიმართა:

„მამაც და დიდი ხნის ტანჯულ ირანელ ხალხს: ჩემი პრეზიდენტობის პირველი დღიდან, თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით“, – წერს დონალდ ტრამპი.

ირანული მედიის ცნობით, თეირანში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა. თეირანის ქუჩებში გამოსულები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომასაც მოითხოვდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ფოტოებიც დახიეს. ირანული მედიის ინფორმაცით, აქცია პოლიციამ დაშალა.