ავღანეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

0
214

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ავტომობილის აფეთქების შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე კი, დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის ნატო-ს მისიის წარმომადგენლები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტი ყანდაღარის პროვინციაში მოხდა.

აფეთქდა ავტომობილი, რომელიც ნატო-ს მისიის, „მტკიცე მხარდამჭერის“ კოლონაში მოძრაობდა.

როგორც ავღანური მედია იუწყება, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.