თურქეთში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

0
260

თურქეთში, სილივრის რაიონში, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წერს Independent-ი.

საგანგებო სამსახურის ცნობით, ძლიერმა მიწისძვრამ რყევები სტამბოლში გამოიწვია.

სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:38 საათზე დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, პანიკაში მყოფი მოსახლეობა ამბობდა, რომ ძლიერმა დარტყმამ შენობები შეარყია. თუმცა არის თუ არა ზარალი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ქალაქის მერმა ეკრემ იმამოღლუმ მიწისძვრის მასშტაბურობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ჯერ არ არის ცნობილი რაიმე სახის ნეგატიური შედეგის შესახებ.