ბოდიში და ძაან ბანძობა მგონია ცე ჰეპატიტის წამლების თემით სპეკულაცია – გოგი გვახარია

0
645

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა, კინომცოდნე გიორგი გვახარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ბოდიში და ძაან ბანძობა მგონია ცე ჰეპატიტის წამლების თემით სპეკულაცია. ვინმეს უარი უთხრეს მკურნალობაზე? ფული მოსთხოვეს წამალში? რამდენ ადამიანს დაეხმარა ეგ პროგრამა… წამლები მეც გადავყარე გუშინ ვადაგასული, რადგან არ დამჭირდა. უბორკა მქონდა. მათ შორის ძალიან ძვირი წამალი 2-3 სირის გამო ნუ დააზარალებთ ახლა პროგრამას პოლიტიკოსების ისტერიკებით“, – წერს გვახარია ფეისბუქის პირად გვერდზე.