საპენსიო სააგენტომ ახალი დირექტორის შესარჩევად განაცხადების მიღება დაიწყო

0
236

„საპენსიო სააგენტომ“ ახალი დირექტორის შესარჩევად ვაკანსია გამოაცხადა. განაცხადები 31 იანვრამდე მიიღება. ვაკანტური პოსტის დაკავების მსურველებმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ: მინიმალური განათლება: ბაკალავრი; სამუშაო გამოცდილება: 5 წელი; პროფესია: ეკონომიკური, ფინანსები ან ბიზნეს სამართალი.

რაც შეეხება ანაზღაურებას, თანამდებობრივი სარგო 10, 000-დან 15 000-მდე ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა ამის შესახებ მან მედიას 9 დეკემბერს განუცხადა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.