ანიტას ოპერაციამ კარგად ჩაიარა – უახლესი ინფორმაცია ინდოეთიდან

0
292

„ამ წუთს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მოხდა ფილტვების გასუფთავება სისხლისგან. ჩაიდგა ორთვიანი „ეკმო“ აპარატი. გაკერვა ჯერ არ დასრულებულა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ანიტა ფაცაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

„იმედი გვაქვს, შეგვეძლება მეტი დეტალი გითხრათ მალე. უღრმესი მადლობა, რომ არ გვტოვებთ… გთხოვთ, განაგრძეთ თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვა. ნათლობის სახელი – ანიტა”, – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

2 წლის ანიტას ფაცაციას დილით კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა, რადგან „ეკმოს” აპარატი, რომელიც გუშინ ჩაუდგეს, ორგანიზმმა ვერ მიიღო.

ანიტას მდგომარეობა ორი დღის წინ დამძიმდა. მას პნევმონია განუვითარდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა სამკურნალოდ ავსტრიიდან ინდოეთში ჩაფრინდა. პაციენტი ქვეყანაში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანიტა ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს.