გრიპის ვირუსის ერთი პიკი უკვე გადაიარა- დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

0
240

მოსალოდნელია თუ არა გრიპის ვირუსის გააქტიურება – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანამ ვირუსის ერთი პიკი უკვე გადაიარა.

განმეორების რისკების შესახებ ცენტრის ინფორმაცია ორშაბათს, ინფიცირებულთა სრული მონაცემების გაცნობის შემდეგ ექნება.

“საქართველოში გრიპის სეზონი, ძირითადად, იწყება დეკემბრის დასაწყისში, და როგორც წესი, გრძელდება სადღაც მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე. მაგრამ, პიკური პერიოდი არის ხოლმე 3-5 კვირა. ჩვენ დეკემბერში გვქონდა ასეთი მზარდი პიკი, ბოლო სამი კვირის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ გავიარეთ. ახლა დავაკვირდებით. ყოველთვის ეგრეა, ახალ წლებზე მიმართვიანობა იკლებს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.