დეკანოზის ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო, სასჯელის გადავადება აუცილებელია – EMC

0
238

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკის გამო მისთვის სასჯელის გადავადება აუცილებელია.

“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებულისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას. ამ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია ეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ასევე მისი უფრო გაუარესების სერიოზული რისკები არსებობს, მიზანშეწონილად, საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული მექანიზმი,”- განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.