ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

0
312

თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შალვა შევარდნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-9-10 ნოემბერს გაიმართა. პრემიერის პარალელურად საპროტესტო აქციები იმართებოდა. სწორედ ერთ-ერთი აქციის დროს დაშავდა სუბელიანი.