მადლიერი ვარ გიორგი გახარიასი, საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში – ვლადიმირ ზელენსკი

0
289

ისტორიის რთულ მომენტებში საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრის გამო მადლობას უხდის.

„საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ ისტორიის რთულ მომენტებში. მადლიერი ვარ გიორგი გახარიასი, მისი მხარდაჭერისა და სამძიმრის გამო“, – წერს ზელენსკი.