სოხუმში, ე.წ. მთავრობის შენობასთან რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები შეიკრიბნენ

0
294

სოხუმში, ე.წ. მთავრობის შენობასთან რაულ ხაჯიმბას 400-ზე მეტი მხარდამჭერი შეიკრიბა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მუჰამედ კილბამ „იტარ-ტასთან“ საუბრისას აღნიშნა, დემონსტრაცია ახლახანს დაიწყო და ადგილზე უკვე 400-ზე მეტი ადამიანია მისული.

ცოტა ხნით ადრე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერმა, დაურ არშბამ დე ფაქტო პრეზიდენტის მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა.