ვიბრძვით იმისთვის, რომ აფხაზეთში იყოს სამართლიანი, კარგი ცხოვრება ხალხისთვის – ალხას კვიცინია

0
266

ჩვენ ერთიანი ვართ და ყველანი იმისთვის ვიბრძვით, რომ აფხაზეთში იყოს სამართლიანი, კარგი ცხოვრება ხალხისთვის, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ ყოფილმა კანდიდატმა, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერმა, ალხას კვიცინიამ განაცხადა.

ალხას კვიცინია აქციის მონაწილეებთან ერთად, სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმყოფება. მის კომენტარს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„გესმით, რომ სიტუაცია ქვეყანაში კრიზისულია, ამიტომ ჩვენ ამ ვითარების დარეგულირებას ვცდილობთ. ამ სიტუაციას ჰქონდა კანონიერი საფუძველი და გვინდა, პროცესებიც სწორედ კანონიერ ფარგლებში მოექცეს. ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას, ჩვენ ერთიანი ვართ და ყველანი იმისთვის ვიბრძვით, რომ აფხაზეთში იყოს სამართლიანი, კარგი ცხოვრება ხალხისთვის. ვცდილობთ სიტუაციის მართვას, კონტროლს, რომ ქაოსი არ იყოს ქვეყანაში. ეს ყველაზე მთავარი და პირველი რიგის ამოცანაა. დანარჩენი მერე გამოჩნდება. ვფიქრობ, პოლიტიკოსები, მოქალაქეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ვფიქრობ, დავუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას“, – განაცხადა ალხას კვიცინიამ.