ასლან ბჟანია მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

0
286

ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარე ასლან ბჟანია აფხაზეთის მცხოვრებლებს პარლამენტის შენობასთან მისვლას სთხოვს.

„მე ახლა ვიმყოფები „პარლამენტის“ შენობაში. ყველასთვის ცნობილია ის ქმედებები, რაც 9 იანვარს მოხდა. ძვირფასო მოქალაქეებო, თხოვნით მოგმართავთ, ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, პარლამენტთან მოხვიდეთ. დღეს აქ ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება. გთხოვთ ამისთვის დრო გამონახოთ, ვთხოვ სტუდენტებს, ექიმებს, მუშებს, მძღოლებს, მოხვიდეთ აქ და დადგეთ აქციის მონაწილე ჩვენს ძმებთან ერთად. ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ოფიცრებს, რიგით ჯარისკაცებს, გენერლებს, გთხოვთ გამოიჩინოთ პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, გამოიჩინოთ კულტურა, რომ არანაირი შეტაკება არ მოხდეს, ჩვენ ეს არ გვჭირდება. აუცილებელია, რომ ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდეთ და ამისთვის საჭიროა, ერი გაერთიანდეს და იმ ადამიანების გვერდით დადგეს, ვინც ახლა პარლამენტთან იმყოფება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.