თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15-გრამიან შესაფუთში იქნება შესაძლებელი

0
231

თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15-გრამიან შესაფუთში იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თამბაქოს ნაწარმის – საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების 15-გრამიანი შესაფუთში მიწოდება/გაყიდვა ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც 50 და 100 გრამიან შესაფუტებში.

ახალი საკანონმდებლო რეგულაციის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმაც. კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ 15, 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად შესაფუთებში დაფასოებული თამბაქოს მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.