თურქი ექიმების ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

0
256

ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა, თურქი ექიმების ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა. გამსახურდია თურქეთის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

„ჯერჯერობით ისევ ისეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მიუხედავად ამისა, როგორც ექიმები ამბობენ, ჯერ მისი გამოღვიძება ადრეა. ჯერჯერობით ისევ მართვით სუნთქვაზეა, დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ასე ჯობს იყოსო, როგორც ექიმებმა თქვეს“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან, 19 დეკემბერს დაჭრეს.