ანაკლიის პორტის პროექტის მეტი გადავადება და დაყოვნება სახელმწიფო ინტერესებს ავნებს – ნათია თურნავა

0
278

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის პროექტს მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეწყდა არსებული ხელშეკრულება. ეს გადაწყვეტილება პრინციპში აბსოლუტურად ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტს ჩვენ 2017 წლიდან უპრეცედენტო დახმარებას ვუცხადებთ. პროექტი არაერთხელ გადავადდა და რეალურად იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, ჩვენ 2020 წელს უკვე ოპერირებადი, მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, ადამიანები დასაქმებული, ტვირთები ასე ვთქვათ, უნდა ყოფილიყო გადამუშვებული და ძალიან ბევრი სიკეთე, რაც მოყვება ამ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და არ მოხდა იმის გამო, რომ ეს არის სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა, რადგან ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც სახელმწიფომ, მთავრობამ გამოუცხადა ასეთი მაღალი მხარდაჭერა, დაწყებული იურიდიული გარანტიებით და ეს ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია მოხსენიებული, დამთავრებული ფინანსური, ორგანიზაციული და სხვა სახის მხარდაჭერით.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის სწორი. ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტი და ჩვენ აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ უკვე ამ ინვესტორის გარეშე, რადგან რესურსს ვერ ვხედავთ ამ ინვესტორთან ამ პროექტის გაგრძელების. მეტი შანსი, მეტი გადავადება და მეტი დაყოვნება არის შეუძლებელი ამ პროექტისა და ავნებს სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ახალი ტენდერის პროცესში სანდო, ეფექტური ინსვესტორის გამოვლენა მოხერხდება.

„ჩვენ არაერთი დაზუსტება შევიტანეთ 2017 წლიდან დღემდე მოყოლებული თვითონ ხელშეკრულებაში. დღევანდელი ხელშეკრულება არსობრივად განსხვავებული არის იმისგან, თუ რა პირობებითაც იყო ტენდერზე გატანილი 2017 წელს. ეს ცვლილებები არის ძირითადად ინვესტორის სასარგებლოდ გაკეთებული. აქედან გამომდინარე, კიდევ არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ და გადავახალისოთ ეს შესაძლებლობები, გავხადოთ ის კიდევ უფრო ადეკვატური დღევანდელი დღისა. 2017 წლიდან მოყოლებული ბევრი რამ შეიცვალა, ზოგადად გლობალურადაც, რეგიონშიც და ეს რეალიები იქნება გათვალისწინებული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ახალი, გადახალისებული პირობებით ჩვენ შეუფერხებლად დავიწყებთ პროცესს ხელახალი ინვესტორის ძებნის. ისევ და ისევ გამჭვირვალედ და კონკურენტულ ვითარებაში. პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის სტრატეგიული არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ის მიეკუთვნება იმ რეგიონალური პროექტთა რიცხვს, რომელიც ზოგადად განამტკიცებს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი ტენდერის პროცესში შევძლებთ, სანდო, ეფექტური ინსვესტორის გამოვლენა მოვახერხოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს