ყველა ეს მოვლენა ერთ დღეს – 8 იანვარს მოხდა!

0
256

„ირანმა ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ერაყში არსებული აშშ-ისა და კოალიციის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ. ნათელია, რომ ეს რაკეტები ირანიდან იყო გაშვებული და მათი მიზანს, სულ ცოტა, ორი სამხედრო ბაზა წარმოადგენდა, სადაც აშშ-ისა და კოალიციის შეიარარებული ძალების პერსონალია განთავსებული – აინ ალ-ასადში და ერბილში. ჩვენ ვმუშაობთ ზარალის წინასწარი შეფასებაზე“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ჯონათან ჰოფმანმა.

ერაყის დასავლეთში მდებარე აინ ალ-ასადისა და ერბილის ავიაბაზებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად აშშ-ის რამდენიმე თვითმფრინავი განადგურდა“, – ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ტელეარხმა Al Hadath-მა.

„თეირანში ავარია განიცადა უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავმა, ძრავის აალების გამო“, – განაცხადა ირანის დედაქალაქის ჰომეინის სახელობის აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი. ირანში, „ბუშერის“ ატომური ელექტროსადგურის ახლოს, დღეს ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა მაგნიტუდა 4,9 და 4,5 ბალი იყო.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ  ირანის მხრიდან ამერიკის ბაზებზე თავდასხმის დროს არავინ დაღუპულა.

“რა პერიოდშიც მე პრეზიდენტი ვიქნები, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება. ამერიკელი ხალხი მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს. ამერიკელები არ დაზარალებულან გუშინდელი დღის შემდეგ. ჩვენმა სამხედრო ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადა. ყველა მხარისთვის ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა. არცერთი ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ირანი გახლავთ ტერორიზმის წამყვანი ქვეყანა. გასულ კვირას, ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, რადგან ტერორიზმს არ შეეწირა ამერიკელი ხალხის სიცოცხლე. მე ნატოს მივმართავ თხოვნით, შუა აღმოსავლეთის პროცესებში უფრო მეტად იყოს ჩართული”, – განაცხადა ტრაპმა.

ყველა ეს მოვლენა ერთ დღეს – 8 იანვარს მოხდა.